четверг, 24 января 2013 г.

ვოინიჩის გაუშიფრავი მანუსკრიპტი



დღეს ცოტამ თუ იცის,რომ მსოფლიოში არსებობს ძველი ხელნაწერები,რომლებიც დიდ თავსატეხად ექცა მეცნიერებას მრავალი საუკუნის განმავლობაში.მე მინდა მოკლედ გაგაცნოთ ერთ-ერთი ასეთი ხელნაწერი.მას ვოინიჩის მანუსკრიპტს ეძახიან.

ვილფრიდ ვოინიჩი-ხელნაწერის აღმომჩენი



ვოინიჩის მანუსკრიპტი-საიდუმლო წიგნი,რომელიც დაახლოებით 600 წლის წინათ დაიწერა ამოუცნობი ავტორის მიერ ამოუცნობ ენაზე  ამოუცნობი ანბანით.

 4 ნიმუშის რადიონახშირბადული ანალიზის მიხედვით დაადგინეს,რომ მანუსცრიპტი შეიქმნა დაახლოებით 1404-1438 წლებში.მანუსცრიპტში მხოლოდ ერტი რეალისტიკური ნახატია-ქალაქი,სადაც მერცხლის კუდის ტიპის ქონგურებიანი ციხე-სიმაგრეა გამოსახული.XV  საუკუნის დასაწყისში ასეთი ქონგურები  მხოლოდ ჩრდილოეთ იტალიაში იყო გავრცელებული.
წიგნში დაახლოებით თხელი ნპერგამენტის 240 გვერდია( თუმცა თავდაპირველად იგი შეიცავდა არანაკლებ 272 გერდისა),დაწერილია ფრინველის ფრთით და ამითვეა შესრულებული ილუსტრაციები.,რომლებიც უხეშად არიან შეფერადებულები,სავარაუდოთ წიგნის დაწერის შემდეგ. წიგნი ამ ილუსტრაციების მეშვებით პირობითად იყოფა რამდენიმე ნაწილად:


ბოტანიკური
ასტრონომიული
ბიოლოგიური

კოსმოლგიური
ფარმაცევტული
რეცეპტული

ტექსტი დაყოფილია პარაგრაფებზე,არ არის პუნქტუაციური ნიშნები.ჩანს,რომ ტექსტი ექვემდებარება ფონეტიკურ და ორთოგრაფიულ წესებს.სტატისტიკური გარჩევის შედეგად გამოირკვა,რომ ლექსიკური ენთროპია ისეთივეა,როგორც ლათინურ და ინგლისურ ენებში.ბოტანიკურ ნაწილში ყოველი გვერდის პირველი სიტყვა გვხვდება მხოლოდ იმ გვერდზე,რაც ,შეიძლლება,მცენარის დასახელებაა.ტექსტის მთელი ლექსიკონი გაცილებით
ცოტაა,ვიდრე იქნებოდა ნორმალურ ენაზე.
      რადგან მანუსკრიპტის ანბანს არ აქვს ვიზუალური მსგავსება სხვა ცნობილ ენაბთან და ტექსტიც გაუშიფრავია დღემდე,ერთადერთი მოსაკიდი მისი წარმომავლობის დასადგენად არის ილუსტრაციები.კერძოდ,ადამიანების ჩაცმულობა და აღკაზმულობა,რამდენიმე სასახლე დიაგრამებზე.ყველა დეტალი დამახასიათებელი XV-XVI საუკუნეების ევროპისთვის.ვინ იყო ამ საიდუმლო მანუსკრიპტის ავტორი?აქ გარკვეულ მინიშნებას იძლეოდა წიგნში ჩადებული 1665 წლით დათარიღებული იოჰანეს მარკუს მარცის წერილი კრიპტოგრაფიისა და შიფრების დარგში განსწავლულობით ცნობილ მეცნიერს ათანასიუს კირხერს.წერილში მარცი ამბობს რომ ეს მანუსკრიპტი ადრე ეკუთვნოდა რომის საღვთო იმპერიის იმპერატორ რუდოლფ მეორესრომელიც თვლიდა,რომ იგი ინგლისელი ბერის ცხოვრებაშივე ლეგენდად ქცეულ "დოქტორ  მირაბილისის", როჯერ ბეკონის კალამს ეკუთვნოდა.  წიგნის პირველი ზუსტად ცნობილი მფლობელი იყო გეორგ ბარეში,ალქიმიკოსი,რომელიც ცხოვრობდა პრაღაში XVII საუკუნის დასაწყისში.როგორც ჩანს,მასაც აინტერესებდა წიგნის შინაარსი და ამიტომ რამდენიმე გვერდის ასლი გადაუგზავნა ათანასიუს კირხერს,რომაული კოლეგიის იეზუიტელ მეცნიერს,წიგნის დეშიფრირების მოზნით.ბარეშის წერილი 1639წელს მიწერილი კირხერის მიმართ აღმოაჩინა რენე ცანდბერგენმა.უცნობია,უპასუხა თუ არა კირხერმა ბარეშის თხოვნას,მაგრამ ცნობილია რომ კირხერს წიგნის ყიდვა ნანდომება,რაზედაც უარი მიუღია.ბარეშის სიკვდილის შემდეგ მისმა მეგობარმა იოჰან მარკუს მარცმა გადაუგზავნა წიგნი კირხერს,მისი თანმხლები წერილი 1666 წელს დაწერილი დღემდე დევს წიგნში.1912 წელს რომაულმა კოლეგიამ მიჰყიდა ეს წიგნი ვილფრიდ ვოინიჩს,ხოლო 1969 წლიდან ეს წიგნი იელსის უნივერსიტეტში ინახება.
    ბევრმა მეცნიერმა სცადა ბედი მანუსკრიპტის კლიტისთვის გასაღები ეპოვა.პირველი ვინც გამოაცხადა რომ შეძლო მანუსკრიპტის წაკითხვა , 1921 წელს იყო პენსილვანიის უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროფესორი უილიამ რომეინ ნიუბოლდი.მან დეტალურად შეისწავლა ხელნაწერის ასოები და დაასკვნა,რომ აზრი ჰქონდათ არა ცალკეულ ასოებს,არამედ კალმის ცალკეულ მოსმებს რომლებისგანაც შედგებოდა ესა თუ ის ასო და რომლებიც ნიუბოლდის აზრით შეესაბამებოდნენ უძველეს ბერძნულ დამწერლობას!ნიუბოლდის წაკითხვამ სენსაცია გამოიწვია.იგი ამტკიცებდა რომ ეს  მანუსკრიპტი მართლაც როჯერ ბეკონის დაწერილია და შეიცავს მიკროსკოპის და ტელესკოპის აღწერილობას წიგნში აღწერილია მცენარეთა უჯრედთა აგებულება მზის დაბნელებისა და მზის გვირგვინის,1273 წლის კომეტის დაკვირვება.უფრო მეტიც ერთ ერთი ილუსტრაცია ანდრომედას გალაქტიკის გამოსახულებას წარმოადგენს! თუმცა დღეს ამ თეორის არავინ უყირებს სერიოზულად,რადგან  რასაც ნიუბოლდი კალმის "მოსმებად" მიიჩნევს,პერგამენტის სიძველისგან გაჩენილი ნაპრალებია.
    1943    წელს ჯოზეფ მარტინ ფილიმაც დაუშვა,რომ  ეს მანუსკრიპტი მართლაც როჯერ ბეკონის დაწერილი იყო,შეადარა მასში ცალკეული სიმბოლოების სიხშირე ბეკონის სხვა ცნობილ ხელნაწერთა ანალოგიურ სტრუქტურას და ასეთნაირად სცადა მანუსკრიპტის გაშიფვრა.სხვა  სიტყვებით,თუ ავტორი მართლაც ბეკონია,მაშინ მოსალოდნელი იყო,რომ მის ნაწერებში ამა თუ იმ ასოს გამოყენების სიხშირე სტატისტიკურად ერთნაირი უნდა ყოფილიყო და ვოინიჩის მანუსკრიპტის შედარება გასაგებ ენაზე დაწერილ სხვა ხელნაწერთან საშუალებას მისცემდა მას გაეშიფრა ეს საიდუმლო ტექსტი.ასეთი სტატისტიკური მიდგომა კრიპტოგრაფიაში ხშირად წარმატების საწინდარია რთულ შიფრებთან ბრძოლისას.სამწუხაროდ,ვოინინიჩის მანუსკრიპტის შემთხვევაში ეს მცდელობა კრახით დასრულდა,რაც ან იმას ნიშნავდა,რომ ბეკონი არ იყო მისი ავტორი,ან კიდევ იმას,რომ არა    
მარტო დამწერლობა იყო განსხვავებული,არამედ ის ენაც,რომელზედაც ეს  ტექსტი იყო დაწერილი.
   კრიპტოლოგიური სამყაროს თვალსაჩინო წარმომადგენლები უილიამ ფრიდმენი და ჯონ თილტმენი ერთმანეტისგან დამოუკიდებლად მივიდმენ იმ აზრამდე,რო მანუსკრიპტი ხელოვნურ ენაზეა დაწერილი,რომლის მაგალითები ცნობილია ლინგვისტიკაში და მათ უცნობ ენას  Lingua Ignota ეძახიან.
   არსებობს მეორე ვერსია,თუ ვინ იყო მანუსკრიპტის ავტორი.ესაა ჯონ დი-მეცნიერი,ალქიმიკოს,მათემატიკოსი,ასტროლოგი,ჯადოქარი,რომელმაც რუდოლფ II-ს მიჰყიდა ეს მანუსკრიპტი.შეიძლება ეს ხელნაწერი არის მისი რომელიმე დაშიფრული ნაშრომი,ან უბრალოდ მაქინაცია. ცნობილია,რომ რუდოლფ II იშვიათ ხელნაწერთა ფანატიკური მაძიებელი იყო და ეს მანუსკრიპტი საკმაოდ ძვირად შეუძენია.
1987 წელს დოქტორმა ლეო ლევიტოვმა ივარაუდა,რომ ეს მანუსკრიპტი შუა საუკუნეეების ეერთ-ერთი უდიდესი ერეტიკული მოძრაობის-კატარების ერთადერთი შემორჩენილი დოკუმენტია.
    მეცნიერი გორდონ რაგი ამტკიცებდა,რომ მიაგნო მეთოდს,რომლითაც მანუსკრიპტის მსგავსი ტექსტი მოკლე დროში შეითხზას.ამისთვის მან 1550 წელს გამოგონილი "კარდანო მესერი"  გამოიყენა-მუყაოზე გარკვეულ ადგილებში კვადრატული ნახვრეტებია გაკეთებული.შიფრის წასაკითხათ ეს მესერი ედება ტექსტზე და იკიტხება მხოლოდ ის ასოები,რომლებიც ნახვრეტებში ჩანს. 
ასევე არსებობს მანუსკრიპტის ენის შესახებ რამდენიმე ვერსია:კოდირებული შრიფტი(ძველი უკრაინული ენის სახეცვლილი სიმბოლოები),ვიზუალური შიფრი( ეს არის ივრითზე დაწერილი კოდირებული ტექსტი),სტენოგრაფია,მიკროგრაფია,გამოგონილი ანბანი,მრავალენოვანი ტესტი,რომელიც კატარებმა შექმნეს.პირადად მე ვფიქრობ,რომ ეს არის უცნობი ანაბანით დაწერილი ტექსტი,რომელიც არ უნდა ყოფილიყო ყველასთვის ხელმისაწვდომი და მხოლოდ რჩეულები შეძლებენ მის წაკითხვას.
(ამ მოსაზრებასაც როჯერ ბეკონს უკავშირებენ)










   უნდა აღინიშნოს,რომ ვოინიჩის მანუსკრიპტის საიდუმლო შთაგონების წყაროდ იქცა და მისი გავლენა თანამედროვე კულტურაშიც იგრძნობა.მან შთააგონა იტალიელ არქიტექტორსა და დიზაინერს ლუიჯი სერაფინის დაეწერა გამოგონილი სამყაროს ენცოკლოპედიასერაფინის კოდექსი,კომპოზიტორმა ჰენსპეტერ კიბურცმა ვოინიჩის მანუსკრიპტი აღიქვა,როგორც მუსიკალური პარტიტურა დადაწერა მცირე მუსიკალური ნაწარმოები, დენე სიმონსინსის ფანტასტიკურ რომანშიოლომპი”,მთავარი გმირი ჰქმნის დროის მანქანას და გადადის 1478 წლის ევროპაში,სადაც ხვდება მანუსკრიპტის ავტორს, ვალერიო ევანჯელისტი ისახავს მანუსკრიპტს შავი მაგიის ნაწარმოებად,რომელსაც ებრძვის ნოსტრადამუსი, ჰარი ვედის რომანშიშედეგის შემდეგმანუსკრიპტი წარმოადგენს დროში მოგზაურობის გასაღებს